მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ინფორმაცია იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც უფროსის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელოდებიან
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, უფროსის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელოდებიან (წარდგენილნი არიან), ახალი სტატუსი კვირის ბოლომდე აესახებათ, - ამის შესახებ Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
„სტატუსის მინიჭების მეორე ეტაპი 25 იანვრიდან დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.
შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭების პირველი ეტაპი დაახლოებით 2 კვირის წინ დაიყო. რაც შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვისაც უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი კრედიტქულა არ აქვთ, მასწავლებლის სახლი უფასო 5 კრედიტქულიან ტრენინგებს სთავაზობს. დეტალები იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ბერიკა შუკაკიძესთან ინტერვიუში.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.