ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, 2021 წლიდან ქვეყანაში სკოლის მოსწავლეებისთვის ჰიგიენური საშუალებები უფასოდ დარიგდება.
„ჩვენ შეიძლება ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის საკითხი და პრობლემა, რომელზეც ახალგაზრდები მწერენ და აწუხებთ. ჩვენ ვიცით, რომ თითქმის 95 000-მდე ახალგაზრდა აცდენს სკოლას მენსტრუალური ციკლის დროს, რადგან მათ ჰიგიენური საშუალებების შეძენა არ შეუძლიათ. ეს არ არის სწორი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფინანსებთ პროგრამას, რომელიც სკოლებს ამ პროდუქციას უფასოდ მიაწვდის“ - აღნიშნა მან.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამით სარგებლობა საჯარო სკოლების გარდა, კერძო სკოლების მოსწავლეებსაც შეეძლებათ.