Baby Bag

„სამი რამ, რაც ონლაინ სწავლების პირობებში უნდა გაკეთდეს“ - სიმონ ჯანაშია

„სამი რამ, რაც ონლაინ სწავლების პირობებში უნდა გაკეთდეს“ - სიმონ ჯანაშია

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ​„Zoom განათლებაზე“ იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს სასწავლო პროცესის უკეთ წარსამართად:

„ონლაინ სწავლების დროს არავითარი პასუხისმგებლობა არ აკლდება ხელისუფლებას და არც სკოლას, პირიქით, მათ პასუხისმგებლობა ემატებათ, რადგან ეს ახალი გამოწვევაა. მთავარი არის სამი რამ, რაც უნდა გაკეთდეს ახლა:

პირველი - უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, რადგან ბავშვისთვის განათლების მიღება ძვირი არ იყოს.

მეორე - პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების განათლების საკითხი. პედაგოგებმა ჯერაც არ იციან, თუ როგორ უნდა ასწავლონ დისტანციურად. მათ ჰგონიათ, რომ დისტანციური სწავლება სინქრონულ რეჟიმში, ინტერნეტში გაკვეთილის ჩატარებაა, არადა ფორმა დისტანციური სწავლების არის უამრავი და ამის შესახებ ჩვენს პედაგოგებს ცოდნა არ გააჩნიათ.

და მესამე - პანდემიის პირობებში და პანდემიის მერეც, აუცილებელია იმ მოსწავლეების გამოვლენა, რომლებსაც აქვთ ჩამორჩენა. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მაკომპენსირებელი პროგრამა, რომელიც გულისხმობს შაბათ-კვირას ჯგუფების შექმნას, რათა დაეხმარონ ამ მოსწავლეებს ჩამორჩენის აღმოფხვრაში, ან საზაფხულო სკოლების ჩამოყალიბებას. პრინციპში ამის გაკეთება ზამთრის არდადაგებზეც შეიძლებოდა, თუმცა რატომღაც ამას ვერავინ ვერ ხედავს, არადა, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან ეს ბავშვები ჯერ მარტში ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს, შემდეგ ახლა და ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდება, ეს მოსწავლეები სასწავლო პროცესს ვერ დაეწევიან“.