Baby Bag

​„საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, სკოლები მაღალი რისკის მატარებელია“ - თამარ გაბუნია

​„საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, სკოლები მაღალი რისკის მატარებელია“ - თამარ გაბუნია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე ​გახანგრძლივდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისთანავე გახდა ცნობილი.

სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნის სკოლების გახსნასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:

„გამოცდილება და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, სკოლებიც არის მაღალი რისკის მატარებელი.

როგორც დავიწყეთ შეზღუდვების დაწესება იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია და ამავე დროს არის მაქსიმალურად აუცილებელი ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის“.

სკოლების გახსნასთან დაკავშირებით momsedu.ge განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროში ზარებს არ პასუხობენ.