ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების დრო კიდევ გახანგრძლივდა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით ელ. ჟურნალში პედაგოგებს რედაქტირება 15 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
პედაგოგები სიახლეს სიხარულით შეხვდნენ, რადგან სისტემა ხარვეზებით მუშაობდა. მათი თქმით, პრობლემები ნიშნების შეტანასთან დაკავშირებით ნელ-ნელა გვარდება და ჟურნალი გამართულად ფუნქციონირებას იწყებს.