Baby Bag

​საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება

​საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება

საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დაიწყება. როგორც აქამდე იყო ცნობილი, ზამთრის არდადეგები 15 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რამაც სკოლის დაწყების თარიღი 18 იანვრამდე გადასწია.

ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი) და მთლიანად აჭარის რეგიონში სწავლა ონლაინ გაგრძელდება. უცნობია, რაიონებსა და სოფლებში შეძლებენ თუ არა პედაგოგები და მოსწავლეები სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებას. ინფორმაცია ამის შესახებ არც სკოლის დირექტორებს აქვთ.

Momsedu.ge-ს განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ უფრო ზუსტად ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოსთან მინისტრის შეხვედრის შემდეგ ექნებათ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.