საქართველოს განათლების მინისტრმა სპეციალური მასწავლებლების გამოცდის ჩატარების წესი დაამტკიცა.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება:
ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში;
ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში.
ტესტირებაში მონაწილეობა შეუძლია პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, უფროს სპეციალურ მასწავლებელსა და სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.
ტესტირებაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.
ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე