Baby Bag

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

„ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 - 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა. დღეიდან კი ეს შესაძლებლობა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც აქვთ.

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოები, რომლებიც სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორცილებაში დაგეხმარებათ

სახელმძღვანელოები, რომლებიც სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორცილებაში დაგეხმარებათ

„სადამრიგებლო საათის პროგრამა“ დამხმარე რესურსია დამრიგებელთათვი ​ს. სახელმძღვანელოები  დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორცილებაში დაეხმარება. 

გთვაზობთ სადამრიგებლო საათის პროგრამას I-IV კლასისა და V-IX კლასების დამრიგებლებისთვის. 

სახელმძღვანელოები იხილეთ ბმულზე:

1. ​​სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების დამრიგებლებისათვის

2. ​​სადამრიგებლო საათის პროგრამა V-IX კლასების დამრიგებლებისთვის​

წაიკითხეთ სრულად