განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
როგორ გადმოვწეროთ და დავაინსტალიროთ Teams-ის აპლიკაცია - ვიდეო
თიმსში მუშაობისთვის გირჩევთ, რომ ბრაუზერიდან გახსნილი თიმსის ნაცვლად ისარგებლოთ თიმსის აპლიკაციით.
ხშირად თიმსის ახალი ფუნქციონალის „ვერ ჩართვის“ მიზეზი სწორედ ისაა, რომ ბრაუზერიდან ცდილობენ ჩართვას და არა აპლიკაციიდან.
იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გადმოწეროთ აპლიკაცია
თიმსში მუშაობისთვის რეკომენდებულია მისი აპლიკაციით სარგებლობა.
როდესაც თიმსი ბრაუზერიდან არის გახსნილი, შესაძლოა, არ ჰქონდეს ის ფუნქციები, რაც მაგალითად, თიმსის აპლიკაციას. ერთ-ერთი ასეთია ახალი ფუნქციონალის ჩართვა.
ამიტომ, როდესაც მუშაობთ თიმსში, დააკვირდით, რა გაქვთ გახსნილი, ბრაუზერი თუ აპლიკაცია.
ფოტოებზე მოცემულია განსხვავება ბრაუზერიდან გახსნილ თიმსსა და აპლიკაციით გახსნილ თიმსს შორის.