Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოჯანმრთელდა 4 427 პირი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა

გამოჯანმრთელდა 4 427 პირი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დღემდე 8 035 ადამიანი გარდაიცვალა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 6,79%, ბოლო 14 დღის - 8,48%, ბოლო 7 დღის - 7,69%. 

რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ ჩატარდა - 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია - 24 670. 

წაიკითხეთ სრულად