Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ

პედაგოგები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ

პედაგოგები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ. მათ MomsEdu.ge-ს ტექსტი გამოუგზავნეს, სადაც დეტალურადაა ახსნილი, რას აპროტესტებენ. გთავაზობთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთა განცხადებას:

„​20 ივლისს ჩატარდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. საგამოცდო ტესტში შესული იყო არაპროგრამული საკითხები:

1. ჯოვანი ბელინი (3 ქულა)
2. პაულ კლეე (1 ქულა)
3. ანტონიო კანოვო (1 ქულა)
4. ნახატი (1 ქულა)

​ამის გათვალისიწინებით, ან დაგვიმატეთ ეს ქულები ან ბარიერი დაწიეთ,“ - აღნიშნულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთა მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.
წაიკითხეთ სრულად