Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა:

გამოცდაზე რეგისტრაცია 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდში.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ რესურსცენტრებში.

იხილეთ ​ბრძანება. 

წაიკითხეთ სრულად