Baby Bag

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? - დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი. იხ. ბმული.

გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. იხ. ბმული

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა გამოცდის განრიგი

მასწავლებელთა გამოცდის განრიგი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის განრიგი გამოაქვეყნა. გთავაზობთ განრიგს:

6 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);

​6 ივლისი (მეორე სესია)
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
13 ივლისი (პირველი სესია)
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
მუსიკა;
სპორტი;

14 ივლისი (პირველი სესია)
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
19 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

19 ივლისი (მეორე სესია)
აზერბაიჯანული ენა;
სომხური ენა;

20 ივლისი (პირველი სესია)
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
კომპიუტერული ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;
21 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
კომპიუტერული ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი;
24 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.
წაიკითხეთ სრულად