Baby Bag

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.

მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​გაგრძელდება თუ არა კრედიტქულების დაგროვება იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ, თუმცა სტატუსის შესაცვლელად ქულა აკლდებათ

​გაგრძელდება თუ არა კრედიტქულების დაგროვება იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ, თუმცა სტატუსის შესაცვლელად ქულა აკლდებათ

​გაგრძელდება თუ არა კრედიტქულების დაგროვება იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ, მაგრამ უფროსის სტატუსის მისანიჭებლად ქულა აკლდებათ? - ​Moms.ge-ს კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ, რადგან ელოდებიან რეგულირების წესს, სადაც გაწერილი იქნება ყველა საკითხი. მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე გამოქვეყნდება. თუმცა გამოქვეყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

როგორც ​დაანონსდა2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წესი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად