Baby Bag

გამოცდები 2021 - საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები

გამოცდები 2021 - საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები
ნაეკის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.

იხილეთ ჩამონათვალი:

მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;

მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177, №173 და №39 სკოლებამდე;

მეტრო „ვარკეთილიდან” №117 სკოლამდე;

მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.


საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცდები 2021 - უცხოური ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

გამოცდები 2021 - უცხოური ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
ნაეკი უცხოური ენების გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს. 





გერმანული ენა ვარიანტი I


ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

წაიკითხეთ სრულად