Baby Bag

თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი - უახლესი კვლევის მონაცემები

თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი - უახლესი კვლევის მონაცემები

თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში 50-750 ლარი, - წერია ​PMCG-ის (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი) ახალ კვლევაში - „უთანასწორობა განათლებაში“.

კვლევაში თანახმად, რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით:

„ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს შორის უფრო გავრცელებულია რეპეტიტორობის პრაქტიკა. მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მე-12 კლასელთა 87%- ს ჰყავს რეპეტიტორი მაშინ, როცა დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში შესაბამისი მაჩვენებელი 37%-ია.

რეპეტიტორობის საკითხზე უახლესი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, რეგიონებშ კი - 50-დან 150 ლარამდე. უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი,“ - წერია PMCG-ის კვლევაში. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ასევე, ყურადსაღებია, რომ კერძო რეპეტიტორის საჭიროება არ უკავშირდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. იმავე გამოკითხვაში მოსახლეობის 58% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, 47%-ისთვის კი რეპეტიტორი საჭიროა სკოლაში წარმატებისთვისაც.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს მიმართავს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს მიმართავს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაეცნონ ბრძანებას ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებ-გვერდზე - http://teacherjobs.ge/ კონკურსის განთავსების ვადების შესახებ.

ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ბმული: ​ბრძანება N1 

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით?

წაიკითხეთ სრულად