მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერიოდში“ - გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების პერიოდი ყველასთან აისახა
გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების პერიოდი ყველასთან აისახა უკვე და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, იგი გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:
შეგახსენებთ, გაკვეთილის გეგმა უნდა ატვირთოთ ხუთი სამუშაო დღით ადრე. თუ ვადაში ეტევით, გეგმების ატვირთვა რა თქმა უნდა, შაბათ-კვირასაც შეიძლება.
გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერიოდში. თუ დისტანციური სწავლება გიწევთ - დისტანციურისას, თუ საკლასო ოთახში ატარებთ, მაშინ ჩვეულებრივს. შესაბამისად, გაკვეთილი უნდა გაწეროთ იმ დროის მიხედვით, რა ხანგძლივობის გაკვეთილებსაც ატარებთ სკოლაში.
გეგმები უნდა იყოს pdf ფორმატით. მნიშვნელობა არ აქვს დაასკანერებთ თუ პირდაპირ pdf- ში გადაიყვანთ. ასავე, სავალდებულო არ არის ხელმოწერა.
მთავარია, იყოს 5 მიმდევრობით ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. შეგიძლიათ ერთ ფაილად ატვირთოთ ხუთივე გეგმა, ან ცალ-ცალკე ფაილად. როგორც მოგიხერხდებათ.
გაკვეთილის გეგმებს წერთ გაკვეთილის გეგმის ფორმის მიხედვით, მთავარია, ფორმაში მოთხოვნილი კრიტერიუმები შეავსოთ. მნიშვნელობა არ აქვს, შრიფტის ზომას, გვერდების რაოდენებას და ა.შ. მთავარია, მოცულობით იმხელა არ იყოს, ძალიან დიდი (25 მეგაბაიტზე მეტი), რომ სისტემამ ვერ მიიმაგროს. ასევე, სავალდებულო არ არის დანართების მიმაგრება. უბრალოდ აღწერეთ რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. თარიღი თუ გინდათ გაკვეთილის ჩატარების მიუთითეთ, თუ გინდათ ატვირთვის.
გაკვეთილის ჩატარებისას სახელმძღვანელოს უნდა მიყვეთ თუ არა? შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ სხვა სახელმძღვანელო და ა.შ. მსგავს კითხვებზე პასუხი უნდა ნახოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, გარე დაკვირვების წესი განსხვავებულს არ ითხოვს არაფერს.
პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილზე უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.