ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეგიძლიათ დაათვალიეროთ
ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ჩვენი ულამაზესი საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეგიძლიათ დაათვალიეროთ. დარბაზში პერიოდული თემატური გამოფენები გაიმართება.
ამჯერად გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ, სხვადასხვა დროს გამოცემულ დედა ენას უმასპინძლებს. გამოფენა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო,“ - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.