ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებრვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.