ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
„ერთი მასწავლებელი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მას თანამოაზრე აუცილებლად სჭირდება“
გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძეს პირველი კლასის დამრიგებელმა, რომელმაც წელს დაიწყო სკოლაში მუშაობა, ბავშვებისთვის სადამრიგებლო საათის ფარგლებში საკითხავი რესურსის შესახებ რჩევის მიცემა სთხოვა.
„საკითხავი რესურსი მირჩიეთ, რაც დამეხმარება ბავშვებში მეგობრობისა და ემპათიის გრძნობები გააღვიძოს და ამით მოერიოს ურთიერთდამცირების და უსიყვარულობის სინდრომს,“ - აღნიშნა მასწავლებელმა.
ნინო გოგიჩაძის თქმით, პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა მოძებნოს თანამოაზრე, ვისთან ერთადაც წამოიწყებს ამ საკითხზე მუშაობას, კარგი იქნება თუ ეს თანამოაზრე სკოლის ფსიქოლოგი იქნება, რადგან როგორც ნინო გოგიჩაძე აღნიშნავს, ერთი მასწავლებელი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.