ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
ტრენინგები მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და სკოლაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებელთათვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მოსამზადებელ ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და სკოლაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
ტრენინგის გავლის აუცილებელი პირობები და მოთხოვნები:
მსურველი უნდა იყოს კონკრეტული საგნის და შესაბამისი საფეხურის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებელი/მოქმედი მაძიებელი;
განათლების დაწყებითი საფეხურის (I-IV) კლასების კომბინირებულ გამოცდაზე გამსვლელ პირს მხოლოდ ერთი საგნობრივი მიმართულებით (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) აქვს ტრენინგის გავლის შესაძლებლობა;
კომპეტენციების დადასტურების მოსამზადებელი ტრენინგი/ები არ უნდა ქონდეს გავლილი 2019 წელს.
ტრენინგები არ ანიჭებს კრედიტქულას.
ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მოთხოვნებს, ტესტის სტრუქტურას, ტესტის შევსების ტექნიკას და შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.