ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
2019 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა.
ამ ეტაპზე მხოლოდ მათემატიკის (VII-XII), გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდების ტესტის პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდა.