ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
მასწავლებელთა ტრენინგებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
მასწავლებელთა ტრენინგებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, ინფორმაციას UG-PriEd დაწყებითი განათლების პროექტი ავრცელებს.
დაინტერესებულ პირებს შემდეგ ტრენინგებზე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა:
წიგნიერების მიმართულება
1. ტრენინგი "წიგნიერების განვითარება" 🔄 განახლებული თარიღი: 16-17 ივლისი, 2019 ვისთვის არის კურსი: (1) დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის და (2) სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის ხანგრძლივობა: 2 დღე ღირებულება: 90 ლარი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/kk3CaYUDhozfZi1d8
2. ტრენინგი "კითხვისა და წერის სწავლება დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით" 🔄 განახლებული თარიღი: 20-21 ივლისი, 2019 ვისთვის არის კურსი: დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის ხანგრძლივობა: 2 დღე ღირებულება: 90 ლარი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AHzs6impNRziPffHA
3.2. ტრენინგი "დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე" 🔄 განახლებული ვისთვის არის კურსი: სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის ხანგრძლივობა: 2 დღე ღირებულება: 90 ლარი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AFN5SJfSYZdANHAj6
4. ტრენინგი "კითხვის სწავლება წინასაანბანო და საანბანო პერიოდში" 🔵 სიახლე ვისთვის არის კურსი: დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის (1 კლასი) თარიღი: 24-25 ივლისი, 2019 ხანგრძლივობა: 2 დღე ღირებულება: 80 ლარი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/mnK73MeHTFBJLYSG8
ჩვენი პროგრამების ეფექტურობა განპირობებულია იმითი, რომ ცენტრი სისტემატიურად ანახლებს შინაარსს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და სთავაზობს მათ კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებულ პროდუქტს.