ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
რამდენი კრედიტქულაა საჭირო, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად, გაეზარდოს ხელფასი
რამდენი კრედიტქულაა საჭირო, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად, გაეზარდოს ხელფასი?
აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
მათი განმარტებით, სტატუსის ამაღლებისა და შესაბამისად ხელფასის მომატებისთვის, საჭიროა 19 კრედიტქულის დაგროვება, რომელიც მოიაზრებს, როგორც საგნობრივ და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას, ასევე სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებამდე მასწავლებელს დაგროვებული ექნება საკმარისი რაოდენობის კრედიტქულა, მაშინ ისინი შეძლებენ გამოცდის შედეგებით 19 კრედიტქულის შევსებას და სექტემბრისთვის სტატუსის ამაღლებას. შესაბამისად, მათ ხელფასის დანამატიც მიეცემათ 470 ლარის ოდენობით.