ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგამოცდოდ ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგს ატარებს გამოცდილი ტრენერი, რომელიც თავად ასწორებს მასწავლებლის საგნის გამოცდებს.
„თუ ხართ პრაქტიკოსი პედაგოგი და გამოცდაზე სამსახურის შესანარჩუნებლად გიწევთ გასვლა, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ რჩევა გამოცდილი ტრენერისგან, რომელიც თვითონ ასწორებს მასწავლებლის საგნის გამოცდებს. მან ზუსტად იცის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტესტის დაწერისას. ის გირჩევთ, როგორი მეთოდით გააკეთოთ დავალებები და გასწავლით „ხრიკებს“ ტესტის ადვილად დასაწერად. მის მიერ მომზადებულმა ყველა აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა“, - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.
ტრენინგზე რეგისტრაცია სრულდება 10 ნოემბერს. ხანგრძლივობა - 15 მეცადინეობა, თითო მეცადინეობა 2-საათიანია.