„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შემუშავდა.
გზამკვლევი - „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“ - საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. მასში აღწერილია სწავლა-სწავლების ზოგადი კონცეფციები და სტრატეგიები, მათ შორის, სწავლების უნივერსალური დიზაინი, სწავლა-სწავლების დიფერენციალური მიდგომა, მულტიმოდალური სწავლება, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი, მოდელირება და ა.შ.
გზამკვლევი ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების სტრატეგიებს. გზამკვლევში აღწერილი კონცეფციები, მიდგომები და სწავლა-სწავლების უმეტესი სტრატეგიები ზოგადად მოსწავლეებთანაც უნივერსალურად გამოყენებადია.
იხილეთ გზამკვლევი: „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“