Baby Bag

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება

2019 წლის 28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

როგორც Yts.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს)  დაისვენებენ.

„ოფიციალური დასვენების დღეებია წითელი პარასკევი და ორშაბათი და სწორედ ამ ორ დღეს დაისვენებენ სკოლები. სწავლის პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს განახლდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.


შეიძლება დაინტერესდეთ

ონლაინ ლექსიკონები, რომლებიც ინგლისური ენის მასწავლებლებს გამოადგებათ

ონლაინ ლექსიკონები, რომლებიც ინგლისური ენის მასწავლებლებს გამოადგებათ

ინტერნეტ სივრცეში ონლაინ წიგნების მრავაფეროვანი არჩევანია, მათ შორის არის ონლაინ ლექსიკონები, რომლებიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. 

გთავაზობთ რამდენიმე ონლაინ ლექსიკონს:

1. translate.voov.me

2. dictionary.ge

3. bcdictionary.ge

4. iword.ge

5. translate.google.ge

6. translate.ge

ნახეთ ჩამოთვლილი ლექსიკონები. თქვენ რომელს დაამატებდით?

წაიკითხეთ სრულად