Baby Bag

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება

2019 წლის 28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

როგორც Yts.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს)  დაისვენებენ.

„ოფიციალური დასვენების დღეებია წითელი პარასკევი და ორშაბათი და სწორედ ამ ორ დღეს დაისვენებენ სკოლები. სწავლის პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს განახლდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.


შეიძლება დაინტერესდეთ

ქობულეთში მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ფერის ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთში მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ფერის ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ფერის ყელსახვევები გაუკეთეს და ფოტოებიც გადაუღეს, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს. იდეის ავტორი პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან ვეკუაა. როგორც მან აღნიშნა, ბიჭებს ლურჯი, გოგოებს კი წითელი ყელსახვევი საჩუქრად დაახვედრა.

„მთავრი იდეა იყო, გამომერჩია ჩემი პირველკლასელი ბავშვები, რომ დარბოდნენ დერეფანში ლამაზ ფერებში, უცებ დაუძახებდი, აბა, მოდი საბა, მოდი ანა-მარია. ლურჯი ყელსახვევი და ბორდოსფერი ყელსახვევი საჩუქრად გაუკეთა დამრიგებელმა, ანუ მე. არანაირი ქვეტექსტი არ ჰქონია ამას,“- თქვა აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ქეთი ვეკუამ.

საქმეს სწავლობს აჭარის განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი.

წაიკითხეთ სრულად