Baby Bag

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.

გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ.

,,უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.

20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია.

რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესს, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების თითქმის 40% აიცრა.

წყარო: ​,,ფორმულა ნიუსი''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

,,ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმა...
ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის...

შეიძლება დაინტერესდეთ

​2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

​2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის 20 ივლისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა იწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.

მისამართები იხილეთ ბმულზე:
​იუსტიციის სახლები
​საზოგადოებრივი ცენტრები

წაიკითხეთ სრულად