Baby Bag

ხშირად დაშვებული შეცდომები Microsoft Teams-ში მუშაობის დროს

ხშირად დაშვებული შეცდომები Microsoft Teams-ში მუშაობის დროს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა Microsoft Teams-ში მუშაობის დროს ხშირად დაშვებულ შეცდომებს აქვეყნებს. გთავაზობთ მათ პოსტს:

  • თუ იყენებთ ისეთ ბრაუზერს (ძირითადად მობილურიდან), რომელსაც არ აქვს Microsoft Teams-ის მხარდაჭერა, ვერ შეხვალთ სისტემაში. შესაბამისად, ბრაუზერის გამოყენებისას უნდა ისარგებლოთ მაგალითად: Google Chrome, Microsoft Edge). (იხ.ინსტრუქცია ​https://youtu.be/2x5n8CS_uQg).
  • უნდა განაახლოთ თიმსის აპლიკაცია, რომ შეძლოთ მისით სარგებლობა (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/IjCUW7--vFo).
  • Microsoft Teams-ში შესვლისთვის აუცილებელია სწორად წერდეთ მომხმარებლის სახელს, რაც ხშირ შემთხვევაში არის შეცდომით.(გამოტოვებულია საჭირო სიმბოლო, არასწორად წერია სახელი/გვარი, აკლია წერტილი სახელსა და გვარს შორის). მომხმარებლის სახელი თუ არ გახსოვთ, ისარგებლეთ ინსტუქციით: (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/R1O6vz9puJg).
  • Microsoft Teams-ში შესასვლელად აუცილებლად უნდა ისარგებლოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი მომხმარებლის სახელით. (რომელიც ბოლოვდება მასწავლებლის შემთხვევაში @teachers.gov.ge, მოსწავლის შემთხვევაში @students.gov.ge) თუ თქვენ Microsoft Teams-ში შესვლას ცდილობთ თქვენ მიერ შექმნილი ექაუნთით, მობილურის ნომრით ან ისეთი ელფოსტით, რომელიც ბოლოვდება (gmail.com, yahoo.com და ა.შ. ) სისტემაში ვერ შეხვალთ სწორად, რადგან არ დაგხვდებათ შექმნილი გუნდები და ვერ მოახდენთ კომუნიკაციას მასწავლებლებთან/მოსწავლეებთან.
  • აუცილებელია პაროლი ჩაწეროთ სწორად. თუ არ გახსოვთ, აღადგინეთ ის. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/R1O6vz9puJg).
  • პაროლის აღდგენისთვის აუცილებლად გამოიყენეთ Reset.emis.ge და მიჰყევით ინსტრუქციას. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/R1O6vz9puJg).
  • როდესაც პირადი ნომრით ცდილობთ Reset.emis.ge-დან პაროლის აღდგენას, ხოლო მობილურის ნომერი არასწორად/ან საერთოდ არ წერია, ამისათვის სთხოვეთ სკოლის ადმინისტრაციას ჩაასწორონ მშობლის პირად გვერდზე ისქულის ბაზაში. ნომრის შეტანიდან 24 საათში შეძლებთ პაროლის აღდგენისას ჩასწორებულ ნომერზე ერთჯერადი კოდის მიღებით.
  • პაროლის აღდგენის დროს გაითვალისწინეთ მითითებები, რაც გულისხმობს პაროლის სიძლიერეს (მინიმუმ 8 სიმბოლოსგან, დიდი-პატარა ასოებისგან, რიცხვებისგან შემდგარ პაროლს), თუ ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს თქვენი ახალი პაროლი, სისტემა მას არ შეგიცვლით.
  • არ შეიყვანოთ პაროლი ბევრჯერ არასწორად, რადგან ეს გამოიწვევს თქვენი ექაუნთის დროებით დაბლოკვას. თუ პაროლი არ გახსოვთ, მიჰყევით ინსტრუქციას.
  • გუნდში მოსწავლე/მასწავლებელი აუცილებლად უნდა დავამატოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი ელფოსტით, ნაცვლად სახელისა და გვარისა. როდესაც გუნდში წევრს ვამატებთ სახელი/გვარით, შეცდომით ხდება იდენტური მოსწავლეების დამატება. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/ZAdI0paVkws).
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი გუნდი აუცილებლად უნდა გააქტიუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეებს არ გამოუჩნდებათ ის; (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/IjCUW7--vFo).
  • წაშალეთ ყველა არასაჭირო შეხვედრა კალენდრიდან. გახსოვდეთ, როდესაც მასწავლებელი შლის კალენდარში შეხვედრას, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებთანაც იშლება. თითოეულმა მომხმარებელმა თავად უნდა წაშალოს კალენდარში არასასურველი შეხვედრები. დატოვეთ მხოლოდ საჭირო და მიმდინარე შეხვედრები, რათა გაადვილდეს კალენდრის გამოყენება. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/P6i0igMB1aA).
  • როდესაც თიმსში შესვლის დროს კამერისა და მიკროფონის გამოყენება ვერ ხერხდება, ეს შესაძლოა იყოს თქვენი მოწყობილობის ტექნიკური პრობლემა ან ის, რომ ეთანხმებით ბრაუზერიდან გამოსულ ბრძანებას, რაც კამერისა და მიკროფონის გამოყენების უფლებას გულისხმობს.
  • შეხვედრა ჩანიშნეთ გუნდიდან, რაც თავიდან აგარიდებთ კალენდრიდან ჩანიშნული შეხვედრების დროს დაშვებულ შეცდომას. კალენდრიდან ჩანიშვნისას მასწავლებელმა უნდა აირჩიოს არხი, სხვა შემთხვევაში შეხვედრა ჩაინიშნება, თუმცა ის მოსწავლეებთან არ ჩანს. ამის თავიდან ასარიდებლად გუნდებიდან ჩანიშნეთ გაკვეთილები, რა დროსაც ავტომატურად ინიშნება არხი. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/BuUNtBK5yvo) თუ მოსწავლეს არ უჩანს თქვენ მიერ ჩანიშნული შეხვედრა, სთხოვეთ მას დაამატოს ის გუნდიდან. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/dU242iqVLL8).
  • თუ თქვენ იყენებთ ამოაარქივებულ კლასს, დარწმუნდით რომ გადასული მოსწავლეები სიაში აღარ გყავთ და ახალი მოსწავლეები დამატებულია. (იხ. ინსტრუქცია 1 https://youtu.be/acBuEJju-Do ინსტრუქცია 2 https://youtu.be/ZAdI0paVkws).
  • თუ მოწყობილობაში არ გაქვთ მონიშნული სწორად დროის სარტყელი, კალენდარი სწორად (თვე, რიცხვი წელი)+შესაძლებელია კალენდარში ჩანიშნული შეხვედრები წევრებთან ჩანდეს შეცდომით, გაჭირდეს სისტემაში შესვლა. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/LKvlG5Gbjcc).

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლ​ები​ს სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შეუერთდეს მოსწავლე teams-ში დაწყებულ გაკვეთილს - ვიდეოინსტრუქცია

როგორ შეუერთდეს მოსწავლე teams-ში დაწყებულ გაკვეთილს - ვიდეოინსტრუქცია

როგორ შეუერთდეს მოსწავლე teams-ში დაწყებულ გაკვეთილს - ნახეთ ინსტრუქცია 

წაიკითხეთ სრულად