Baby Bag

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ​განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს:

„საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხუთივე დონე – სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება – განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

სასწავლო წლის განმავლობაში მშობლები შვილებს სიტყვა „დაუჩქარეს“ დაახლოებით 540-ჯერ ეუბნებიან

სასწავლო წლის განმავლობაში მშობლები შვილებს სიტყვა „დაუჩქარეს“ დაახლოებით 540-ჯერ ეუბნებიან

დაფიქრებულხართ, თუ რამდენჯერ ეუბნებით დღის განმავლობაში თქვენს შვილს სიტყვა „​დაუჩქარეს“? 

ამას იმიტომ აკეთებთ, რომ თავადაც მუდმივად გეჩქარებათ. 

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სასწავლო წლის განმავლობაში მშობლები შვილებს საშუალოდ 540-ჯერ სთხოვენ, რომ უფრო სწრაფად აკეთონ ყველაფერი. 

თავად რამდენად ხშირად სთხოვთ თქვენს შვილებს საქმის სწრაფად კეთებას, კომენტარებში მოგვწერეთ. 


წაიკითხეთ სრულად