Baby Bag

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წესი ჩაანაცვლებს“

„2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის  წესი ჩაანაცვლებს“
„2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წესი ჩაანაცვლებს,“ - აღნიშულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლმა ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვი­თ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს:

„2020 წლი­დან აღარ იარ­სე­ბებს აღარც კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და აღარც გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა. მას ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს. მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას და­ად­გენს სკო­ლის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ჯგუ­ფი — სკო­ლა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს პე­და­გოგს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობთ, პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მე­ტი სა­ა­თი უნ­და გა­ი­ა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, უფ­როს­მა, წამ­ყ­ვან­მა და მენ­ტორ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი. თუმ­ცა, რა­ღაც ფორ­მით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლამ უნ­და გა­ი­ა­როს. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კვლე­ვა­ზე. რად­გან ბევ­რი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ჩვე­ნი პო­ზი­ციაა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ემ­ზა­დონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, სას­კო­ლო უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­ზე აღარ იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა, რომ და­აგ­რო­ვონ კრე­დი­ტე­ბი. რაც შეე­ხე­ბა სა­ფე­ხუ­რებ­რივ წინ­ს­ვ­ლას, გა­მოც­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დის ასეთ ტიპ­ზე: მა­გა­ლი­თად, ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მინ­და გავ­ხ­დე წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი. ამის­თ­ვის მო­მი­წევს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა, საგ­ნის გა­მოც­და კი ერ­თი ტი­პის იქ­ნე­ბა. სა­გან­ში სა­შუ­ა­ლო ბა­რი­ე­რად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 50 პრო­ცენ­ტი, იგი­ვე ბა­რი­ე­რი და­წეს­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­შიც.

ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, გვექ­ნე­ბა ორი გა­მოც­და: საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში სა­მი ტი­პის გა­მოც­და იგეგ­მე­ბა — პი­რო­ბი­თად, I -II -III კა­ტე­გო­რი­ის. რო­მელ კა­ტე­გო­რი­ა­საც ჩა­ა­ბა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმ კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ბა­მის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. მა­გა­ლი­თად, თუ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, რომ გახ­დეს პირ­და­პირ მენ­ტო­რი და აღარ სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ის აირ­ჩევს მენ­ტო­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტესტს და აღარ მო­უ­წევს ლო­დი­ნი, რომ ჯერ გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი და შემ­დეგ მენ­ტო­რი,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად