Baby Bag

რა ცვლილებებია 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე

რა ცვლილებებია 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამოდენიმე ცვლილებაა. ერთი არის ის, რომ მესამე არჩევითი საგნის ნუსხა გაფართოვდა. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა იყო სავალდებულო, მესამე იყო ისტორია ან მათემატიკა მიმართულების მიხედვით. ახლა ისტორიას და მათემატიკას დაემატა მთელი რიგი საგნები. თუ აბიტურიენტს საბუნებისმეტყველო მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება, შეუძლია ფიზიკის ჩაბარება.“

სოფიო გორგოძის თქმით, ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტსაც შეეხეო:

„ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტშიც. დრო შემცირდა, ორი წერითი დავალების ნაცვლად არის ერთი წერითი დავალება. აბიტურიენტები 3 საათში შეძლებენ გამოცდის დასრულებას.“

„ღია კარის დღეები ონლაინ ფორმატში იმართება. ძალიან მინდა აბიტურიენტებს ვთხოვო, რომ ყურედღებით ადევნონ თვალი ჩვენს Facebook გვერდს და ვებ-გვერდს, იქ დაიდება ინფორმაცია, რომელი სკოლებისთვის იმართება ღია კარის დღე და რომელ კვირაში,“ - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

წყარო: ​„იმედის დღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)