Baby Bag

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა და რა სიახლე იგეგმება 2020 წლის გამოცდებზე

როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა და რა სიახლე იგეგმება 2020 წლის გამოცდებზე

„2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, (პრაქტიკოსი და პროფესიაში შემსვლელი პედაგოგებისთვის) ზაფხულში ჩატარდება. იგი ისეთივე ფორმატისა და შინაარსის იქნება, როგორიც ადრე იყო,“ - ამის შესახებ ​Momsedu.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ გამოცდაზე ქულის შენარჩუნებას:

„წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახალი რეგულაციით, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის ქულა არ დაეკარგება. პედაგოგს არჩევანის საშუალება მივეცით, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნება, ის დარჩება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად