Baby Bag

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებისთვის გაკვეთილის გეგმის ფორმა დამტკიცდა

მასწავლებლებისთვის გაკვეთილის გეგმის ფორმა დამტკიცდა

პედაგოგებისთვის გაკვეთილის გეგმის ფორმა დამტკიცდა. 

მასწავლებლებმა გაკვეთილის გეგმის ფორმაში უნდა ჩაწერონ შემდეგი ინფორმაცია: 

  • სახელი და გვარი
  • პირადი ნომერი
  • საგანი
  • სწავლების საფეხური/კლასი
  • მოსწავლეთა რაოდენობა
  • გაკვეთილის თემა
  • გაკვეთილის მიზანი

გაკვეთილის გეგმის დამტკიცებული ფორმა იხილეთ ბმულზე - ფორმა

წაიკითხეთ სრულად