Baby Bag

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ირინა აბულაძე სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე

ირინა აბულაძე სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე

ახალი სასწავლო წლიდან VII კლასის მოსწავლეები განახლებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან. განათლების სამინისტრომ 14 საგანზე 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა გრიფი.

გრიფირების პროცესის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე „საქმიან დილაში“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად