Baby Bag

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის ჩატარდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები - Naec-ის პასუხი

როდის ჩატარდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები - Naec-ის პასუხი

„​მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თებერვლის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, გამოცდა კი ზაფხულში ჩატარდება,“ - აღნიშულის შესახებ ​Yts.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. 

იხილეთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები: 



მათემატიკა (I-VI)
მათემატიკა აზერბაიჯანულად (I-VI)
მათემატიკა სომხურად (I-VI)

ბუნებისმეტყველება (I-VI) ქართულად
ბუნებისმეტყველება (I-VI) აზერბაიჯანულად
ბუნებისმეტყველება (I-VI) სომხურად















წაიკითხეთ სრულად