ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
„დარწმუნებული ვარ, მისი პატარები დაუფასებენ ამ დიდ შრომას“ - მშობლის საჯარო მადლობა მასწავლებელს
პანდემიის პერიოდში მასწავლებელთა შრომა კიდევ უფრო ფასადუდებელი გახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოგვწერა მშობელმა ინდირა ზოიძემ და თავისი შვილის, გიორგი წითელაძის მასწავლებელს საჯაროდ გადაუხადა მადლობა:
„ბათუმის N4 საჯარო სკოლის 1-ლი კლასის მასწავლებელს, მაია ასამბაძეს უდიდეს მადლობას ვუხდი იმ უდიდესი შრომისთვის, რაც მან გასწია ჩვენი პატარებისთვის. მაია მასწავლებელი დღე და ღამე თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ონლაინ რეჟიმში ესწავლებინა ჩვენი პატარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი პატარები დაუფასებენ ამ დიდ შრომას. მადლობა განათლების სამინისტროს, რომ ასეთ დროს, საგანგებო მდგომარეობაშიც კი ზრუნავს ჩვენი შვილებისათვის. მინდა, ეს სამადლობელო სრულიად საქართველომ ნახოს. მინდა, ყველამ გაიგოს, არიან თავდაუზოგავი მასწავლებლები, რომლებიც ისე ზრუნავენ ჩვენს პატარებზე, როგორც თავიანთ შვილებზე. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ ყველას.“