ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
როდემდე აქვთ მასწავლებლებს ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების განთავსების ვადა - მასწავლებლის სახლი
მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსების ვადა 24 ივნისს იწურება, - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იხილეთ ვიდეო - მასწავლებლის მიერ eschool-ის სისტემაში დოკუმენტის ატვირთვის ინსტრუქცია