ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
„წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ“
მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს,“ - მამუკა ბახტაძე.