ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
რატომ არ უყვართ ბავშვებს სწავლა და რა სირთულეების წინაშე დგანან პედაგოგები
რატომ არ უყვართ ბავშვებს სწავლა და რა სირთულეების წინაშე დგანან პედაგოგები. როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგიკა და რატომ არის ფინური სასწავლო მოდელი მსოფლიოში საუკეთესო? - აღნიშნულ თემებზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე გადაცემა „იმედის დღეში“ საუბრობენ.