ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
,,პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ შედის ბავშვებთან''
,,პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, თუ ვინ შედის ბავშვებთან. ის ადამიანი არ არის აუცილებელი იყოს საუკეთესო მცოდნე, მაგალითად, ბავშვთა უფლებათა კონვენციის, მაგრამ მას უნდა უყვარდეს ბავშვი" - ანა აბაშიძე - ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.