ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე
„ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სოციალურ ქსელში მოსწავლის წერილს აქვეყნებს. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, დავალების დაწერის სურვილი მოსწავლეს ერთ-ერთი „ტელეგაკვეთილის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ეს „ტელეგაკვეთილი“ ბებია-ბაბუებს ეძღვნებოდა და მისი მთავარი მოთხრობა გოდერძი ჩოხელის „ბებო“ იყო.
„როგორი როგორი სევდიანი და თბილი წერილია.
დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას, მაგრამ გამიხარდა კიდეც. „ტელეგაკვეთილმა“ ასეთი სიტყვების დაწერის სურვილი რომ გაუჩინა ბავშვს, ამიტომ გამიხარდა.
მჯერა, მის წერილს წაიკითხავს ბებო იქ, სხვა სამყაროში, და ძალიან ბედნიერი იქნება“, - წერს მასწავლებელი.