Baby Bag

„23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დავაწესოთ“ - გიორგი კეკელიძე

„23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დავაწესოთ“ - გიორგი კეკელიძე

​საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ინციატივაა, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, წიგნის ჩუქების დღედაც გამოცხადდეს. ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუკზე წერს:

„მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და „ანაგრამა“ გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეთ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ. აქამდე იყო ერთი ძალიან კარგი ინიციტიავა. მწერალ ჯაბა ზარქუსი, როცა ადამიანები ერთამენთს სხვადასხვაგან უტოვებდნენ წიგნებს. ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს,“ - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად