Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

9-10 სექტემბერს მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება

9-10 სექტემბერს მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება
9-10 სექტემბერს მათემატიკის მასწავლებლებისთვის ​ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე. 
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ​აქ

ძირითადი საკითხები:

• მათემატიკური საკითხების სწავლების დაგეგმვის სქემები დიფერენცირების ელემენტებით;

• მათემატიკის გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა სამფაზიანი მოდელის მიხედვით;

• ტიპური შეცდომები მათემატიკური საკითხების სწავლებისას და დაგეგმვისას;

• მათემატიკური თამაშის ნიმუშები;

• დიფერენცირებული მათემატიკური თამაშები;

• განმავითარებელი შეფასების ტიპები: აღწერითი და შეფასებითი;

• განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისათვის;

• მათემატიკის სწავლების კონსტრუქტივისტული და ინტერაქტიული მიდგომები;

• მათემატიკის გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი-განხილვა, დაგეგმვა, შეფასება;

• G-PriEd-ის საგანმანათლებლო პორტალის kargiskola.ge გაცნობა/რეგისტრაცია;

• პროექტი „ატრაქციონების პარკის მათემატიკა“.

ტრენინგის ღირებულება 90 ლარი. 
წაიკითხეთ სრულად