Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა

2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა

​საქართველოს მთავარობის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს:

  • 2019 წლის ოქტომბრიდან ზრდა + 150 ლარით;
  • 2021 წლის 1 იანვრიდან ზრდა + 100 ლარით;

​სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა:

  • აშენდა 30 სკოლა;
  • 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
  • განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
  • განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.

წაიკითხეთ სრულად