Baby Bag

„მორიელები კარატისტი ბებიები არიან, მათ შვილიშვილს ვერავინ დაჩაგრავს,“ - ვინ როგორი ბებია-ბაბუაა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

„მორიელები კარატისტი ბებიები არიან, მათ შვილიშვილს ვერავინ დაჩაგრავს,“ - ვინ როგორი ბებია-ბაბუაა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ბებიები და ბაბუები დაახასიათა. გთავაზობთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას.

ვერძი

ვერძის ნიშნით დაბადებული ბებია-ბაბუა ძალიან ახალგაზრდულია. მისთვის მამათა და შვილთა პრობლემა არ არსებობს. ვერძის ნიშნით დაბადებული ბებიაც და ბაბუაც ძალიან ენერგიული და ფიზიკურად აქტიურია. ვერძი ბებია შესაძლებელია არ იყოს შვილიშვილზე გადაყოლილი. ვერძის ნიშნით დაბადებული ქალის სავიზიტო ბარათი იქნება: „წაიქეცი? არაუშავს, ქორწილამდე დაგავიწყდება.“ ვერძი ბაბუები ბავშვურები არიან და ბავშვებთან თამაში შეუძლიათ.

კურო

კურო ბებია და ბაბუასთან სულ გემრიელი სუნი ტრიალებს. ყველაფერი გემრიელია. იქ კომფორტული გარემოა. კუროებს უყვართ სიმწვანე, მცენარეების მოვლა. ბებიები და ბაბუები ხშირად ქალაქგარეთ ცხოვრობენ, ან სახლის უკან აქვს პატარა ეზო. კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გემრიელად გამოკვებოს და ეს კარგად ეხერხებათ. კურო ბაბუსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ყველაფერი ორი თუ არა სამი. შვილიშვილებს ისინი მატერიალურად ძალიან ანებივრებენ. კურო ბაბუები ბავშვებს ფინანსურად ასაჩუქრებენ. ისინი ხშირად ფუმფულა ბებია-ბაბუები არიან.

ტყუპები

ტყუპი ბებია-ბაბუები ინტელექტუალები არიან. ისინი ასაკის მატებას ვერ გრძნობენ. ტყუპი მოუსვენარი ნიშანია. თუ თქვენი ბებია-ბაბუა ტყუპია, მასთან მშვიდად ყოფნა წარმოუდგენელია. ტყუპი ბებია პატრონაჟს უწევს შვილიშვილს. ის მის გვერდით ყველაფრის მცოდნე, მოლაპარაკე და ცნობისმოყვარე გაიზრდება. ურთიერთობაში ტყუპი ბებია-ბაბუები მარტივები არიან, ნაკლებად უწყრებიან, ნაკლებად ძაბავენ. არ აქვთ გართულება წესრიგზე.

კირჩხიბი

კირჩხიბი ბებია-ბაბუები ფეთიანები არიან. ისინი მოსიყვარულე და მზრუნველი ბებია-ბაბუების კატეგორიას განეკუთვნებიან. თუ ბავშვი მშიერია, ძალით აჭმევენ აუცილებლად. მისთვის მნიშვნელოვანია ჭამა თუ არა ბავშვმა პირველი, მეორე, მესამე კვება. თუ ბავშვებმა საჭმელი მოიტოვეს, თვითონ შეჭამენ. ეს ყველაზე მზრუნველი, მაგრამ ცოტა შემაწუხებელი ბებია-ბაბუაა. კირჩხიბები შეუცვლელი ბებიები და ბაბუები არიან.

ლომი

ლომი ბებია არავითარ შემთხვევაში თავს არ შეიზღუდავს იმით, რომ შვილიშვილი დაიტოვოს. მისთვის ასაკი არ არსებობს. ლომ ბებია-ბაბუებს დიქტატორული ხასიათი აქვს. ბავშვები ზედმეტ ცელქობას ვერ გაუბედავენ. რაც უნდა მკაცრი იყოს ლომი ბებია ან ბაბუა ბავშვების მიმართ, ისინი მას აღმერთებენ. ის ძალიან ღირსეული, დიდსულოვანი ბებია და ბაბუაა.

ქალწული

ქალწული ბებისა და ბაბუისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად დისციპლინირებულები იზრდებიან ბავშვები. მათ ყოველთვის სცალიათ ბავშვისთვის. ბავშვი უპატრონოდ არ დარჩება. ქალწული ყველაფერს გადადებს და ბავშვს მიაქცევს ყურადღებას. თქვენი შვილები ქალწულ ბებია-ბაბუასთან მხოლოდ ბუნებრივ საკვებს შეჭამენ და დროულად დაიძინებენ.

სასწორი

სასწორი ბებია-ბაბუა უარს არ იტყვის ბავშვის გამო კარგად ჩაცმაზე, საზოგადოებაში გასვლაზე. ისინი ბავშვებს სამართლიანობას ასწავლიან. მათ გვერდით თქვენი შვილები ძალიან კულტურულები გაიზრდებიან. ეს ის ხალხია, რომელიც უზრდელობას და უხეშობას ვერ იტანს. შვილიშვილებს სასწორები კარგ გემოვნებას ჩამოუყალიბებენ, ასწავლიან უფროსებთან მოქცევას და ხელოვნების მიმართ სიყვარულს ჩამოუყალიბებენ.

მორიელი

მორიელები მკაცრი ბებიები და ბაბუები არიან. ისინი ცეცხლში გაივლიან შვილიშვილების გამო. მორიელისთვის შიში არ არსებობს. ისინი ბავშვებს სპარტანულად ზრდიან. არ გაგიკვირდეთ, მორიელმა ბებიან ან ბაბუამ ბავშვი ბაგირზე რომ გაატაროს. მორიელი თვლის, რომ ბავშვს თავის დაცვა პატარაობიდანვე უნდა ასწავლო. მორიელები კარატისტი ბებიები არიან. მათ შვილიშვილს ვერავინ დაჩაგრავს. ის ბავშვს თავის დაცვას ასწავლის. შვილიშვილები მომავალში მისი მადლიერები არიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ბებია-ბაბუები ბავშვებს სანტა კლაუსებთან ჰყავთ გაიგივებული. ის ბავშვებისთვის საჩუქრებთან, ღიმილთან და პოზიტივთან ასოცირდება. მშვილდოსანი ქაოსური ნიშანია. ის დეტალებს არ აქცევს ყურადღებას. მე ვიცი მშვილდოსანი, რომელსაც ბავშვი დარჩა გზაში და დაბრუნდა შემდეგ უკან. მათთან ბავშვები არასდროს მოიწყენენ, იმოგზაურებენ, ცხოველებს შეიყვარებენ.

თხის რქა

თხის რქა ბებიები და ბაბუები ასაკის მატებასთან ერთად რბილდებიან და მოსიყვარულე ბებია-ბაბუები არიან. ისინი ძალიან ლოიალურები და თავგანწირულები არიან შვილიშვილებისთვის. მათ ბავშვებივით უყვართ ტკბილეული და ტოლს არ უდებენ შვილიშვილებს ამ მხრივ.

მერწყული

მერწყულ ბებია-ბაბუებს შეუძლიათ შვილიშვილთან როკ კონცერტზე წავიდნენ, პირსინგიც გაიკეთონ. ის ყველაზე თანამედრობე ბებია ან ბაბუაა. მას არ უყვარს იერარქია. არ მოსწონს, როდესაც ბებიას ან ბაბუას ეძახიან. ბავშვებს მათთან სრული თავისუფლება აქვთ.

თევზები

თევზები ყველაზე ტკბილი, ღუნღულა ბებია-ბაბუები არიან. ისინი მეზღაპრეები და მეოცნებეები არიან. მათ ძალიან უყვართ ზღაპრების მოყოლა, საბავშვო სპექტაკლების დადგმა. მათან ბავშვები პირველ რიგში ადამიანურობას, ტოლერანტულობას სწავლობენ. ბავშვები თევზი ბებია-ბაბუებისგან ძალიან ბევრს სწავლობენ.

წყარო:​ „შენი დილა“