Baby Bag

ტესტის პასუხი

ტესტის პასუხი

პეპელა

თუ თქვენ პირველად პეპელა შეამჩნიეთ, ყველაზე მეტად ღალატის გეშინიათ. არ გინდათ, რომ ვინმემ უარგყოთ და გული გატკინოთ. პეპელა, შესაძლოა, ბავშვობაში მიღებული ტრავმების გამოძახილიც იყოს, რომელთა გადახარშვა და გააზრება ჯერ ვერ მოახერხეთ.

ვაშლი

თუ სურათზე თქვენი ყურადღება ვაშლმა მიიპყრო, ყველაზე მეტად სიკვდილი გაშინებთ. რა თქმა უნდა, ეს შიში ყველას გვაქვს, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით გეშინიათ, რომ ახლობელი ადამიანი არ დაკარგოთ. შესაძლოა, ეს შიში ტრავმულ გამოცდილებაზე იყოს დაფუძნებული.

მუხლუხი

თუ თქვენ პირველად მუხლუხი შეამჩნიეთ, ყველაზე მეტად პარანორმალური მოვლენების გეშინიათ, მაგალითად, მოჩვენებების დანახვის. ხშირად გაწუხებთ განცდა, რომ სადმე მოჩვენებას ნახავთ და ამ სიტყვის გაგონებაც კი გაშინებთ.

დანა

თუ თქვენ პირველად დანა შენიშნეთ, შესაძლოა, უკურნებელი სენით დაავადების შიში გაქვთ. დაავადებების შიში ყველა ადამიანს აქვს, თუმცა თქვენ იმდენად გზაფრავთ ამის წარმოდგენა, რომ მძიმე დაავადებაზე შიშს ვერასდროს იშორებთ. ადამიანების დიდ ნაწილს, ვინც სურათზე პირველ რიგში დანას ამჩნევს, უცაბედი სიკვდილის შიში აქვს.