Baby Bag

ნანუკა გულუა შვილს ელოდება

ნანუკა გულუა შვილს ელოდება

„ჩცდ-ს“ მსახიობი ნანუკა გულუა შვილს ელოდება. ორსულობის ამსახველ ფოტოს იგი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„​ერთადერთი ბედნიერება, რომელიც დამრჩა გამოსაცდელი, დედობაა… მადლობა ღმერთს, მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს…

გილოცავთ, დედიკოებო! მშვიდობას გისურვებთ მთელ სამყაროში, მშვიდობას!!!“ - წერს ნანუკა გულუა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

მეან-გინეკოლოგმა თიკო გოთუამ საქართველოში საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისრო კვეთასთან შედარებით უპირატესობები აქვს:

„შედარებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ფ​იზიოლოგიური მშობიარობა სჯობს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ნაყოფი თვითონ არის ჩართული თავის დაბადებაში, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, როდის მოევლინოს ქვეყნიერებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობას ერთი-ორი დღე აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, საკეისრო კვეთას - უფრო ხანგრძლივი. გართულებები საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დიდი და სავალალოა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს.“

„ჩვენთან ძნელია ზღვარი გაავლო, სად არის ფიზიოლოგია და პათოლოგია. საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ჩვენებით. სამწუხაროდ, მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამას ისიც ემატება, რომ საკეისრო კვეთის ჩარევის ჩვენებები გაიზარდა. ამას ემატება ქალის იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია. პირველი იანვრიდან კიდევ მკაცრდება საკეისრო კვეთის ჩარევებთან მიმართებაში სახელმწიფოსგან წესები,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკო გოთუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად