ბავშვის მამა არის პირველი მამაკაცი. ის თვალებს ბავშვისკენ აცეცებს, დაძაბული ზის და გაზეთს ზედაპირულად კითხულობს. მეორე მამაკაცი კი მთლიანად ტელეფონშია ჩართული და ბავშვისადმი ყურადღებას არ იჩენს.
„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე
პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ურჩია ჩვილებთან სურდოს შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენონ. მისი თქმით, ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია:
„ფიზიოლოგიური ხსნარი იყიდება ყველგან. ეს არ არის მედიკამენტი, ჩათვალეთ, რომ ბავშვს მარილწყალს ასხამთ. ყოველ ერთ საათში ერთხელ შეგვიძლია რამოდენიმე წვეთი ჩავასხათ ბავშვს. ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენება ცხვირის დასასველებლად და ლორწოვანი სეკრეტის გასათხელებლად, რომელიც უფრო ადვილად წამოვა ცხვირის ღრუდან,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.